Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს - წინასწარი შედეგები

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს - წინასწარი შედეგები –  ვაკანტურ ადგილებზე დამატებითი კონკურსის (2023-24 შემოდგომის სემესტრი) გამარჯვებულ სტუდენტთა სავარაუდო სია

სტატუსი სავარაუდო გულისხმობს მხოლოდ იმას, რომ სტუდენტი შეიძლება ამოღებულ იქნეს სიიდან თუ არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებიდან ერთერთს:

1.ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული;

2.ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩარიცხულია და მასზე  „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლის თანახმად, გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი ან/და აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის საფუძველზე მინიჭებული აქვს პირადი ნომერი.

3. წინა სემესტრში შერულებული აქვს მინიმუმ 30 კრედიტი;

 

შემადგენლობა ასევე შეიძლება შეიცვალოს შედეგების აპელაციის შედეგად.

 

სიაში მყოფ სტუდენტებს, ვთხოვთ, გადმოაგზავნონ პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი (შეიძლება ფოტოასლიც) და საბანკო რეკვიზიტი (PDF დოკუმენტი), პირადი ანგარიშის ნომრის მითითებით შემდეგ მეილზე: akaki.mikaberidze@tsu.ge  საბანკო რეკვიზიტის ჩამოტვირთვა ელექტორნულად PDF დოკუმენტის სახით შეგიძლიათ ინტერნეტბანკიდან (ზოგიერთი ბანკის მობაილბანკით აღნიშნული დოკუმენტის მიღება შეუძლებელია), ასევე შეგიძლიათ მობილური ტელეფონის ინტერნეტ-ბრაუზერიდან შეხვიდეთ თქვენს ინტერნეტ ბანკში.

სტუდენტების პერსონალური მონაცემების დაცულობის მიზნით, სიაში წამოდგენილია "სტუდენტის ID", რომელიც ყველა სტუდენტს შეუძლია იხილოს საკუთარ lms.tsu.ge-ს ბაზაში, სტუდენტის პერსონალური ინფორმაციის განყოფილებაში.

გთხოვთ, დაუყოვნებლივ გვაცნობოთ თუ მოთხოვნილი დოკუმენტების წარმოდგენასთან დაკავშირებით არის რაიმე სახის შეფერხება.

არსებული ვაკანტური 23 ადგილიდან 2 ადგილი დაიკავა სტუდენტმა, რომელთაც წინა სემესტრში ჰქონდათ საგნებში მიღებული საშუალო არითმეტიკული 91 ქულაზე მეტი, მაგრამ არ იყვნენ პირველად სიაში, ხოლო 21 ადგილი განაწილდა 91 ქულაზე ნაკლები ქულის მქონდე სტუდენტთა შორის.
 

იხილეთ სია

 

შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მხოლოდ მობილურ ნომერზე: 577799740 

გისურვებთ წარმატებას!